აქვს თუ არა შანხაიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი - ხვალ გაირკვევა. ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ქალს ახალ კორონავირუსზე ანალიზს ხვალ აუღებენ და პასუხი ხვალვე იქნება. ცოტა ხნის წინ ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით ჩინეთის მოქალაქე გადაიყვანეს სხვა კლინიკიდან.
კომენტარი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა. ცნობისთვის სხვა დანარჩენ პაციენტებს, როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, ყველა მათგანი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.