გამოავლინეს სუბიქტები, რომლებიც ყველის წარმოება-რეალიზაციას სანიტარული ნორმების დარღვევით ახორციელებდნენ - სეს

06 თებერვალი 2020, 16:28 2075 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ქვემო ქართლის რეგიონში შემოწმების შედეგად არარეგისტრირებული სუბიქტები გამოავლინეს, რომლებიც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ ყველის წარმოება-რეალიზაციას.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ კონტროლს იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ ორგანიზებულად ეწევიან ყველის წარმოება-რეალიზაციას.

2020 წლის იანვრიდან სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, ვინც ორგანიზებულად ეწევა სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში