დეპუტატებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის მე-6 წევრი აირჩიეს

06 თებერვალი 2020, 10:53 3321 ნახვა

 აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიის მე-6 წევრი აირჩიეს. 11 ხმით უსკოს წევრი ტარიელ გოგიტიძე გახდა. 

 უფლებამოსილების ვადა უსკოს 6 წევრიდან ერთ-ერთს, უსკოს თავმჯდომარის მოადგილეს, გუგული დუაძეს 4 მარტს ეწურება, სწორედ მას ჩაანაცვლებს ტარიელ გოგიტიძე.  2020 წლის აგვისტოში კი უფლებამოსილება კიდევ 3 წევრს გასდის. 

აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა არჩევანი ორ კანდიდატს - მალხაზ ბოლქვაძესა და ტარიელ გოგიტიძეს შორის გააკეთეს.   ტარიელ გოგიტიძეც და მალხაზ ბოლქვაძეც სხვადასხვა დროს ბათუმის #79 საარჩევნო ოლქში მუშაობდნენ. 

აჭარის უმაღლეს კომისია 6 წვერისგან შედგება, მათ უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით ირჩევს, კანდიდატებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წარუდგენს დეპუტატებს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი