კონკურსი ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევად

29 დეკემბერი 2021, 14:47 3291 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესს ეთიშებიან. მესამე სექტორის წარმომადგენელთა განმარტებით, კონკურსი მხოლოდ ფორმალობაა და მასში მონაწილეობას აზრი ეკარგება, რადგან როგორც ამბობენ, კანონი ,,ქართულმა ოცნებამ" ისე შეცვალა, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციის ხმების გარეშე ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა მარტივად შეუძლია. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევი კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც კანდიდატი სამოქალაქო სექტორმა უნდა შეარჩიოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში