2021 წლის არჩევნების კამპანიის დაფინანსება- კვლევა

30 სექტემბერი 2021, 15:17 2266 ნახვა

საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შუალედური ანგარიში წარადგინა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ", რომლის მიხედვითაც,  2 აგვისტოდან 12 სექტემბრის პერიოდში არჩევნების კამპანიის დაფიანსებისთვის ყველაზე დიდი შემოწირულობა პარტია "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ჯამში 8 მილიონ 288 ათას 650 ლარი, მეორე ადგილს ნაციონალური მოძრაობა იკავებს 774 ათას 721 ლარით, მესამეზე კი პარტია "გახარია-საქართველოსთვისაა"   758 ათასი 701 ლარით.  ორგანიზაციამ ასევე რეკომენდაციით მიმართა აუდიტის სამსახურს დაადგინოს ე.წ. სისხლიანი ბანერების დაფინანსების წყარო  და პროკურატურამ  დაიწყოს გამოძიება სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი ბიზნესმენის ზეწოლის ფაქტზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში