ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 2 ქალი რჩება

05 თებერვალი 2020, 09:51 891 ნახვა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 2 ახალგაზრდა ქალი რჩება. ისინი ჩინეთში იმყოფებოდნენ, ქვეყანაში შემოსვლისას კორონავირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა კლინიკას რამდენიმე დღის შემდეგ მაღალი ტემპერატურის გამო მიმართეს.

კლინიკის  გენერალური დირექტორის თქმით,  კვლევების შედეგები დღეს გახდება ცნობილი, თუმცა დიდი ალბათობით მათ ახალი ვირუსი არ აღენიშნებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი