თურქეთში, ვანის პროვინციაში ზვავმა სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თურქული მედიის ცნობით, ჩამოწოლილი თოვლის მასის ქვეშ მიკროავტობუსი მოექცა, რომელსაც, სავარაუდოდ 15 ადამიანი გადაჰყავდა.
მაშველებმა 7 ადამიანის გადარჩენა და თოვლიდან ამოყვანა შეძლეს.
ვანის გუბერნატორის განმარტებით, სამაშველო ოპერაციაში 200 პირი მონაწილეობდა. ძებნა-გადარჩენითი სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა, მაშველები თოვლის საფარ ქვეშ მოყოლილ კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ.
დაშავებულებისა და გარდაცვლილების ვინაობა ამ დრომდე არ საჯაროვდება.