ყოფილი პროკურორის სურვილს, ისევ პროკურორი გახდეს მოქალაქეები აპროტესტებენ - ირაკლი შოთაძე გასაუბრებაზე იმყოფება

04 თებერვალი 2020, 12:14 1365 ნახვა

საპრკურორო საბჭოსთან, სადაც ქვეყნის მთავარი პროკურორი უნდა აირჩიონ აქცია მიმდინარეობს. რადგან, ამ წუთებში ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გასაუბრება მიმდინარეობს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ შოთაძეს ისევ სურს უწყების მართვა, რომელიც თავადვე დატოვა. 

"ვთვლით, რომ ეს არის კანდიდატი რომელსაც უამრავი დარღვევა გამოვლინდა და არ უნდა ეკავოს მას ეს თანამდებობა. ბევრი კითხვები იყო მისი პროკურორების დროს, მტკიცებულების გაყალბებაზე იყო. ამ პოზიციაზე ყოფნის დროს პროკურატურა ძალიან მიკერძოებული იყო და ეს უწყება მისი მმართველობის დროს, ვერ გახდება აპოლიტიკური და დამოუკიდებელი"- აცხადებენ აქციაზე. 

"მოითხოვე დეპოლიტიზირებული პროკურორი", "არა მარიონეტებს", "შოთაძის დაბრუნება დანაშაულია" — ამ და სხვა საპროტესტო პლაკატებით აქციის მონაწილეები შენობის გარეთ იმყოფებიან. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი