გამოკითხვები საქალაქო სასამართლოში BBC-ის საგამოძიებო ფილმის ფარგლებში

03 დეკემბერი 2025, 14:01 72 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით, გამოკითხვაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური დაიბარა რომელსაც მაგისტრანტ მოსამართლის თანდასწრებით რამდენიმე წუთში გამოკითხავენ. მანამდე კი ექიმი დავით ჩახუნაშვილი გამოიკითხა,  როგორც მან,  ჟურნალისტებთან განაცხადა, გამომძიებლები დაინტერესდნენ კვლევის მეთოდოლოგიით და პრინციპით.

შეგახსენებთ, რომ „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს.

მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში