ექიმი დავით ჩახუნაშვილი საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხა. როგორც მან, ჟურნალისტებთან განაცხადა, გამომძიებლები დაინტერესდნენ კვლევის მეთოდოლოგიით და პრინციპით.
ასევე გამოკითხვაზე შესვლას ელოდება ჩახუნაშვილების მამაც, ექიმი გოგი ჩახუნაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით, გამოკითხვაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაურიც დაიბარა. გიგაურმა გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვა.
შეგახსენებთ რომ „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს.
მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს.
