თებერვალში ცალკეულ დღეებში 23° დათბება, თუმცა პერიოდულად -3 გრადუსამდე აცივდება

02 თებერვალი 2020, 14:34 3322 ნახვა

2020 წლის თებერვალი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უმეტესად თბილი იქნება და სტატისტიკურ მაჩვენებელთან მიმართებაში საშუალო ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალი, ნალექების რაოდენობა კი ნორმაზე ნაკლები.

მართალია თებერვალი ზამთრის თვეა, თუმცა თითოეული ჩვენგანისთვის გაზაფხულის პირველ სურნელს სწორედ ამ თვეში ვგრძნობთ, როგორ ამინდს უნდა ველოდოთ ზამთრის ბოლო თვეს?

- ცალკეულ დღეებში ქვეყნის დაბლობსა და ბარში ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგჯერ კი -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, თუმცა თბილი დღეები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ცივი.

ტემპერატურის ცვალებადობა თებერვალში.

წლევანდელი თებერვლის ყველაზე არახელსაყრელი პერიოდი, არასტაბილური ამინდის მხრივ 6-იდან 12 თებერვლის ჩათვლითაა, სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი ტემპერატურის ყველაზე ძლიერი ცვალებადობა და 24 საათის განმავლობაში 15-17 გრადუსიანი მერყეობა, თვის სწორედ ამ მონაკვეთში დაფიქსირდება ყველაზე თბილი და ცივი თებერვლის დღეები, დანარჩენ შემთხვევაში (15 თებერვლიდან) ტემპერატურა იქნება სტაბილურად თბილი.

ამინდის მსგავსი ცვალებადობა, ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობა, რისკის შემცვლელია სუსტი ჯანმრთელობის ადამიანებისთვის, შესაბამისად თებერვლის პირველ დეკადაში მსგავსი კატეგორიის ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.

სუსტი ჯანმრთელობის ადამიანებისთვის წლევანდელი თებერვალი იქნება არასახარბიელო.

 

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი