მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა

17 სექტემბერი 2016, 00:00 3889 ნახვა

საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად ლეიბორისტული პარტიის სახელით აჭარიდან ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იბრძოლებს. თამარ მიქელაძე პარტიის ლიდერმა დღეს ოფიციალურად წარადგნია. შალვა ნათელაშვილმა ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართულ შეკრებაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა. ბათუმიდან რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად ჯელალ ქიქავა, დარეჯან ალანია და ბესიკ ქორიძე იბრძოლებენ, ხოლო მანდატის მოპოვებას ქობულეთში ნანა ინასარიძე, ხელვაჩაურში უშანგი ცეცხლაძე,  მაღალმთიანეთში  კი ნინო თურმანიძე შეეცდებიან. რაც შეეხება პარტიულ სიას, აჭარის უმაღლეს საბჭოში  სიის პირველი ნომერია ჯელალ ქიქავა, ხოლო მეორე დავით რობაქიძე.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი