ენგურის გამშვებ პუნქტზე აფხაზი ექიმები მოქალაქეებს სამედიცინო შემოწმებას უტარებენ. გალში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნული შემოწმება დღეს დილით დაიწყო.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთიდან მომავალი მოქალაქეები ამბობენ, შემოწმება სავალდებულო მხოლოდ ზუგდიდიდან გალში მიმავალი პირებისთვის არის. მათივე ცნობით, ამბულატორიასთან, სადაც მოქალაქეებს ამოწმებენ, რიგებია.