ბათუმის მერია განაშენიანების რეგულირების გეგმის შესამუშავებელ კონკურს აცხადებს. საკრებულომ მერიას დოკუმენტის ტექნიკურ დავალებაზე თანხმობა გასცა. განაცხადების მიღება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებულ კომპანიას დოკუმენტის შემუშავებისთვის დაახლოებით ერთი წლიანი ვადა ექნება.
დოკუმენტის მომზადებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას სივრცით დაგეგმარებაში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება უნდა ქონდეს.
წლებია ბათუმს გენერალური გეგმა არ აქვს, რაც კრიტიკის საგანია არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამბობენ, რომ გენერალური გეგმის შემუშავებას ხელისუფლება აჭიანურებს, ამით კი ხელს ქალაქში ქაოტურ მშენებლობებს უწყობს.