დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი კვირის სამშაბათიდან, ლუგარის ლაბორატორიას ექნება საშუალება დაადგინოს კორონავირუსის ის ქვეტიპი, რომელიც ჩინეთსა და მსოფლიოს 10 ქვეყანაში გავრცელდა. მისი თქმით, კორონავირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, პირებს საქართველოს მასშტაბით ოთხი საავადმყოფო მოემსახურება. მათ შორის ერთო ბათუმშია. საავადმყოფოებს გააჩნიათ შესაბამისი მატერიალური ბაზა, ბოქსირებული განყოფილებები, სადაც მოხდება პაციენტების იზოლირება, დაკვირვება და მკურნალობა. გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოს საზღვრებზე მიმდინარეობს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ქვეყანაში კორონავირუსის შემოსვლის რისკი.