სერგეი გავრილოვი საქართველოს პრეზიდენტის ევროსაბჭოში გამოსვლას ეხმაურება

30 იანვარი 2020, 10:31 1350 ნახვა

სერგეი გავრილოვი ღიად ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ევროსაბჭოში გაკეთებული განცხადება სიგნალია, რომ საქართველოს სურს ურთიერთობების დალაგება რუსეთთან.

როგორც იცით, ორი დღის წინ პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, მაისში, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლებს, საქართველო არ აამოქმედებს  კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“  რუსი დეპუტატების წინააღმდეგ.  შეხვედრა14-15 მაისს თბილისში ჩატარდება.

ოპოზიცია ხელისუფლებას აფრთხილებს ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ, მთავრობის წევრები კი ამტკიცებენ, რომ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი