ბათუმში ზურაბ გორგილაძის ბიუსტის დადგმა სურთ

30 იანვარი 2020, 10:59 3335 ნახვა

ბათუმის საკრებულო დღეს, 30 იანვარს მიიღებს გადაწყვეტილებას დაიდგმება თუ არა ქალაქში ზურაბ გორგილაძის ბიუსტი მისივე სახელობის ქუჩაზე. საკითხი სხდომაზე დღეს გადის, პროექტის ინიციატორი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, დავით თედორაძე და შპს "ბათმშენი 2007"-ის  დირექტორი, გოჩა ირემაძეა, რომელიც ბიუსტის განთავსების და დამზადების ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს.

ბიუსტის დადგმა ზურაბ გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, ვარდების სკვერის მიმდებარედ იგეგმება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი