კლასიკური მუსიკის ფესტივალი დღეს გაიხსნება

17 სექტემბერი 2016, 00:00 4242 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დღეს რიგით მეოთხე კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალში მონაწილეობას ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ. საღამო 7 საათზე დაიწყება. მაყურებლის წინაშე ფესტივალის მასპინძელი ელისო ბოლქვაძე, კლარნეტისტი დარკო ბრლეკი და დირიჟორი ფილიპ მანი წარსდგებიან. ფესტივალი ჩექ ინ ჯორჯიას ფარგლებში ტარდება და ის 22 სექტემბერს დასრულდება. 

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი