რამდენჯერმე დაანონსებული განვითარების გეგმა გონიოს პოლიგონზე

29 იანვარი 2020, 20:34 2168 ნახვა

გონიოს პოლიგონი ისევ უფუნქციოა. დაგვიანებული, თუ დროში გაწელილი პროცესის პარალელურად ფაქტია, რომ არც წლების წინ დაანონსებული ინვესტიციები ჩანს და არც კონკრეტული გეგმა. პოლიგონის განვითარებაზე ჯერ წინა ხელისუფლება საუბრობდა, ახალმა კონცეფცია შექმნა, ვიდეო-რგოლიც დაამზადა და პრეზენტაცია გაუნაღმავ ტერიტორიაზეც ჩაატარა, მაგრამ ეს ხედვა ახლა გვერდზეა გადადებული.

  აჭარის მთავრობა ტექნიკურ დავალებასა და გენერალური რეგულირების გეგმაზე საუბრობს. ამბობენ, რომ ცვლილებების საჭიროება კანონმდებლობამ გამოიწვია, ამიტომ მთავრობაში ინვესტორებისთვის შეთავაზებებს მომავალი წლისთვის ვარაუდობენ. ბიზნესსექტორში კი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს, ტერიტორია კი ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში