დღეიდან პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

28 იანვარი 2020, 10:23 2165 ნახვა

დღეიდან 45 დღის განმავლობაში ბათუმში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე. შეზღუდვა ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოებს უკავშირდება.

მიმდინარე სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა უკვე შეზღუდულია ჯავახიშვილის ქუჩაზე, გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, ფიროსმანის ქუჩაზე, ხახუტაიშვილისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების მიმართულებით, ასევე, ინასარიძის ქუჩის მონაკვეთზე, ლეონიძის ქუჩაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი