ღია კონკურსი მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე

16 სექტემბერი 2016, 00:00 4816 ნახვა

საზოგადეობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე დღეს კონკურსი გამოცხადდა. ორშაბათიდან  დაიწყება განცხადებების მიღება და 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დაინეტერესებულ პირებს შეგიძლიათ დოკუმენტაცია წარმოადგინოთ მემედ აბაშიძის ქუჩის 41 ნომერში, ტელევიზიის შენობაში ან გამოგზავნოთ  ელექტრონული ფოსტის მისამართზე  hr@ajaratv.ge. დეტალური ინფორმაცია განთავსდება ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - ajaratv.ge-ზე.  ვადა მოქმედ დირექტორ სოსო სტურუას 20 დეკემბერს ეწურება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში