ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე, ბათუმის მერის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თორნიკე რიჟვაძეს თვითმმართველობის საკითხებში უხეშად ჩარევასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. ლაშა კომახიძეს კი უმოქმედოს უწოდებს.
საქმე ეხება, გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს სავარაუდოდ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რომელიც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს უხსნის, რომ პროექტის განხორციელებისთვის, რომელზეც ნებართვის გაცემა მერიის კომპეტენციაა, აჭარის მთავრობას უნდა შეუთანხმდნენ. ჩვენ დავუკავშირით აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის პრესსამსახურებს, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება.