თურქეთმა ჩინელი მგზავრი, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა სამშობლოში დააბრუნა

24 იანვარი 2020, 22:03 6623 ნახვა

თურქეთის აეროპორტიდან უკან დააბრუნეს თვითმფრინავის მგზავრი, რომელსაც კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა ავრცელებს. ჟურნალისტებს ინფორმაცია თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიაწოდა.

ვირუსით დაავადებული ქალი ჩინეთში შეთანხმების საფუძველზე დააბრუნეს.

თურქული მედია წერს, რომ ჩინეთის მოქალაქეს აწუხებდა თავის ტკივილი, ტემპერატურა და სხვა სიმპტომები. ის სხვა ადამიანებისგან იზოლირებულად ჰყავდათ. აღმოჩნდა, რომ მგზავრი ვუჰანიდან იყო, სადაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა. 

თურქეთის ხელისუფლების განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქისრებულა

თურქეთი ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს აეროპორტებში თერმული კამერებით ამოწმებს, რომელიც ცხელების გამოვლენას ახდენს. ეს კი ვირუსის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი