წითელი ლენტები იუსტიციის სახლში - ბათუმში თეა წულუკიანის განცხადება გააპროტესტეს

24 იანვარი 2020, 14:01 1612 ნახვა

ბათუმში, იუსტიციის სახლში, კიბის მოაჯირებზე წითელი ლენტები დაამაგრეს. აღნიშნული ჟესტით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრებმა იუსიტიციის მინისტრის განცხადება გააპროტესტეს. ამბობენ, რომ წითელი ლენტები საბჭოთა სიმბოლოა, რომელშიც თეა წულუკიანი დაბრუნდა და საზოგადოების დაბრუნებას ცდილობს.

"მოვედით იუსტიციის სახლში, რომ გავაპროტესტოთ წულუკიანის საბჭოთა კავშირული შეხედულება ჯინსების თაობის და ზოგადად ჯინსების მიმართ. ჩვენ არ შევეგუებით არც წულუკიანს და არც მისნაირ საბჭოთა გადმონაშთებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყნის, თავისუფალი შვილები"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი