​კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

24 იანვარი 2020, 10:44 2374 ნახვა

კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. გარდაცვალების 25 შემთხვევაა უკვე დადასტურდა. დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 830-ს მიაღწია, - ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა. ხელისუფლება ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას ელოდება, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის ფარგლებს შიგნით და გარეთ მილიონობით ჩინელი მოგზაურობს.

გუშინ ქალაქი უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც. დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში გამოვლინდა. ფიქრობენ, რომ წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება „ძალიან ადრეა.“

ორგანიზაციამ აღიარა, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა საგანგებო კომიტეტში, რომელიც ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო მოიწვიეს. ვითარების განხილვა დღეს გაგრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი