ილია მეორეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევები უტარდება

23 იანვარი 2020, 13:14 2191 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ იმყოფება.

დეკანოზ იოანე გორელიშვილის განმარტებით, ილია მეორეს კლინიკაში გეგმიური კვლევები უტარდება, რომელიც 2018 წლის შემდეგ არ ჩატარებია.

"პატრიარქი რამდენიმე დღეა აჭარაშია, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას უწევდა გეგმიური კვლევა და გადაწყვიტა, რომ რადგან აჭარაში იმყოფება, აქვე ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში ჩაეტარებინა გამოკვლევები. საგანგაშო არაფერია, უბრალოდ გეგმიური კვლევაა, რომელიც 2018 წლის შემდგომ არ ჩაუტარებია და ახლა უწევდა"-განაცხადა აჭარის მაუწყებელთან საუბრისას დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში