ეუთო/ოდირი საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციის მიერ მომზადებულ წინადადებასთან დაკავშირებით დასკვნას „უახლოეს კვირებში“ გამოგზავნის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული კანონპროექტი შესაბამისი სამართლებრივი ექსპერტიზისთვის ეუთო/ოდირს სახალხო დამცველის ოფისმა გაუგზავნა. კანონპროექტის მიხედვით, წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა შეიცვლება მანდატების განაწილების წესი.