ადამიანს ისეთ ადგილებში უწევს გავლა, აი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი რომ ჰქვია-მოქალაქის წერილი

22 იანვარი 2020, 11:08 2016 ნახვა

"ეს, თუ სწორად მახსოვს, მამია ვარშანიძის ქუჩაა. გუშინ წვიმდა და ახალი ქუჩების დალაშქვრა გადავწყვიტე. ჰოდა აქ აღმოვჩნდი.

ქუჩის არც ერთ მხარეს არაა ტროტუარი. ასფალტი ისეთია, სჯობს, სულაც არ იყოს, ქუჩის ორივე მხარეს მიყრილია დამტვრეული მანქანები და ნაგავი...
მოდის ადამიანი ფეხით და ისეთ ადგილებში უწევს გავლა, აი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი რომ ჰქვია: მანქანა თუ არ დაგეჯახა, მართლა ირწმუნებ ღმერთის არსებობას, სულ პირჯვრის წერით გავიარე ეს სახიფათო ქუჩა თუ რაც არის"- დაწერა მოქალაქემ სოციალურ ქსელში.

წერილის ავტორი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი ბათუმის მერიას მოუწოდებს ქუჩაზე ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს ან ინვესტორები გაუშვას.

"ბათუმის მერია/Batumi City Hall ესეც ხომ ბათუმია, ან თქვენ მოაწესრიგეთ, ან ინვესტორი გაუშვით იქ, ყველას რომ ბულვარში ეპატიჟებით და ადგილი აღარაა, ფაქტობრივად. რანაირად ავითარებთ ამ ქალაქს, რა კონცეფცია გაქვთ ასეთი მაინც, რომ ძველი ბათუმის იქით არ იხედებით და მაგასაც სულ დაუკარგეთ სახე. უცნაური ხალხი ხართ, მე ვიტყოდი - საინტერესო პერსპექტივის მქონე ხალხიც კი"- წერს ნაზიბროლა რეხვიაშვილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი