ბათუმში აღმოჩენილი 150 ნეშტიდან 22-ს დნმ ვერ აუღეს

20 იანვარი 2020, 18:11 1366 ნახვა

1937-38 წლის საბჭოთა რეპრესიების დროს მოკლულთა 128-ნეშტს დნმ კვლევა ჩაუტარდა ხოლო 22-ის ანალიზების ჩატარება ვერ მოხერხდა, ნეშტების ცუდი მდგომარეობის გამო. ნეშტების კვლევასა და დაკრძალვის სახით პოლიტიკური და რელიგიური დისკუსია აღმოჩენისთანავე მოჰყვა, მუსლიმ თემს პრეტენზიები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით თუ რომელი რელიგიური რიტუალით მოხდებოდა ნეშტების დაკრძალვა, თუმცა მათი დარმარხვა ჯერ არ იგეგმება.

როდის დამარხავენ ნეშტებს და ვინ გაიღებს დნმ-ის მომდევნო კვლევების ხარჯებს, რომელიც თითო 3000 ლარი რჩება ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, ჯანდაცვის სამინსიტროს განცხადებით ყოფილ საბჭოთა სამხედრო ბაზაზე,არსებული სამარხის გვერდით, მეორე სამარხია, რომლის გათხრებიც უნდა დაიწყოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯზე და მხოლოდ ყველა არქეოლოგიური და გენეტიკური კვლევების შემდეგ გადაწყდება დამარხვის დეტალები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი