ხელვაჩაურსა და ქობულეთში საჯარო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ერთი კვირის დაგვიანებით განახლდა. თუმცა ორივე მუნიციპალიტეტში ბაღებს საკვების ნაწილი არ შეუძენია. გამარტივებული ტენდერი ბაღების გაერთიანებებს არ გამოუცხადებიათ.
შესაძენია საწვავიც. სწორედ ტრანსპორტის პრობლემა დასახელდა არდადეგების გახანგრძლივების მიზეზად ხელვაჩაურში.