ბაბილოვი: "ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის გახსნას არ აპირებს, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული მხარე საგუშაგოს არ გააუქმებს"

18 იანვარი 2020, 12:16 932 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის გახსნას არ აპირებს, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული მხარე საგუშაგოს არ გააუქმებს. საკითხზე, ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ანატოლი ბიბილოვმა, რუს „მესაზღვრეებთან“ შეხვედრისას რეგიონში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. დე ფაქტო ლიდერის განცხადებით, არ შეიძლება სახელმწიფოს ერთ ნაწილში პრობლემები არსებობდეს, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. „თუ თქვენ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ებრძოლეთ პროვოკაციებსა და გამოწვევებს. ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს ერთად.“ - აცხადებს ბიბილოვი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი