როგორ მოხდება მიწების შესყიდვა და კომპენსაციების გაცემა - მარადიდელები ხელვაჩაურის მერთან შეხვედრას გეგმავენ

18 იანვარი 2020, 12:02 1019 ნახვა

სოფელ მარადიდში მცხოვრებლები, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და სხვა ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი მოითხოვენ,საკუთრებაში არსებული ქონება სახელმწიფომ საბაზრო ფასში გამოისყიდოს და კომპენსაცია გაიცეს იმ ოჯახებზეც, რომლებიც სოფლებში რჩებიან, რადგან მათ გარკვეული საფრთხე ემუქრებათ.

ადგილობრივები საშიშროებას, ჰესის აშენებაში ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით მარადიდში გარემო პირობები შეიცვლება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავარს განუცხადა, რომ ჰესის მშენებლობისას, მოსახლეობის ინტერესებს გაითვალისიწინებენ. მარადიდელები ამ თემაზე დღეს, ხელვაჩაურის მერს შეხვდებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი