სარალიძის საქმეზე გადამდგარი პროკურორი, პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს

16 იანვარი 2020, 14:46 1648 ნახვა

საქართველოს ყოფილი მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შესაძლოა ისევ პროკურორი გახდეს  - ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს  ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს კიდევ ერთი კანდიდატი წარედინა.  პროკურატურის ინფორმაციით, იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით პირადად მიმართა.

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი.  კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობდა, 2018 წლის  31 მაისს დატოვა, მას შემდეგ რაც  ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე, ზაზა სარალიძემ უნდობლობა გამოუცხადა პროკურორს და თქვა, რომ საქმე ისე მიჰყავს პროკურატურას, რომ გარდაცვლილი მოზარდის მკვლელი ვერ დადგინდა, რადგან მას სისტემა მფარველობს. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი