საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ფინეთის ნაკრებს ხვალ შეხვდება 

15 იანვარი 2020, 14:03 1917 ნახვა

ხვალ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფია. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

განმეორებით მატჩს ქართველები უკვე სტუმრად 19 იანვარს გამართავენ ფინეთის ნაკრებთან და დუელში გამარჯვება კონტინენტის პირველობის მთავარ შესარჩევ რაუნდში მოხვედრას ნიშნავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევშიც მონაწილეობდა. ქართველმა ხელბურთელებმა რუმინეთთან 24:29 წააგეს, შემდეგ იტალიას 28:25 მოუგეს და დასკვნით შეხვედრაში კოსოვოსთან 21:30 დამარცხდნენ. ამ შედეგებით მომდევნო ეტაპზე გადასვლა ვერ მოახერხეს, თუმცა ახლა ახალი გამოწვევის წინაშე დგანან. წინ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი