ისტორიული ბათუმის დამცველების პროტესტის მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურები ცათამბჯენების მხარეს დადგნენ

14 იანვარი 2020, 20:02 2241 ნახვა

წაგებული აქტივისტები, თუ წაგებული ქალაქი - ისტორიული ბათუმის დამცველების პროტესტის მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურები  ცათამბჯენების მხარეს დადგნენ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის რივიერაზე პირველი თაუერის მშენებლობის ნებართვა გასცა. აქ ამბობენ, რომ ბათუმის თვითმმართველობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, ნებართვის არგაცემის საფუძველი უბრალოდ არ არსებობდა.

ამაში ალბათ შემდეგი იგულისხმება - საკრებულომდაამტკიცა, მერიამ ისტორიული საზღვრებიდან რივიერა ამოიღო და მერმა ცათამბჯენები მოიწონა. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ თანაინვესტირების ფონდთან ერთად „სილქ როუდ ჯგუფი“ კონცხზე სულ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს და საფრთხეებს ვერ ხედავს. სანაპიროზე, ბათუმისთვის პრაქტიკულად ერთადერთი ღია სივრცის დასაცავად აქცია და ხმაურის გამოწვევა აქტივისტებმა დღესაც სცადეს, საპასუხოდ კი აგრესია  მიიღეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი