6 წელი ოთხ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედებისთვის 

14 იანვარი 2020, 12:07 2004 ნახვა

ოთხ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მამაკაცმა 2018 - 2019 წლებში, ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. 

სამართალდამცველებმა თ.წ. 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოთხი ეპიზოდი (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. 

დაკავებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი