ფოთში მამაკაცმა ცოლი დაჭრა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ახალგაზრდა ქალის მეუღლე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებითა და ნაკვეთი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.