ექიმები პაციენტთა მიმართვიანობის შემცირებას არ ელოდებიან

12 იანვარი 2020, 15:06 1401 ნახვა

გრიპის ვირუსის მორიგ აფეთქებას,  რამდენიმე კვირაში ისევ ელოდებიან. ბოლო 24 საათში, გრიპისა და გრიპის მაგვარი ვირუსით,  ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს 70 პაციენტმა მიმართა, რომელთაგან 64 ბინაზე გაეწერა,  6 კი კლინიკაში მკურნალობას გადის. ჯამში სტაციონარში 21 პაციენტი რჩება.აჭარაში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც გაზრდილი გრაფიკით მუშაობენ.

საქართველოში ჯამში 8 ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ვირუსის განმეორების რისკის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ინფიცირებულთა სრული მონაცემების გაცნობის შემდეგ გამოაქვეყნებს. თემაზე, ქეთი კაცაძე მუშაობს და პირდაპირ ეთერში გვერთვება, ქეთი რა ვითარებაა კლინიკებში რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში