„ხელისუფლებას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს“- ხატია დეკანოიძე

12 იანვარი 2020, 15:15 1353 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, სტრასბურგმა დროულად და პრიორიტეტულად დაიწყო თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული საქმის განხილვა, რაც ადასტურებს ამ საქმის სიმძიმეს.

ხელისუფლებას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა. მისი თქმით, საქართველოში მართლმსაჯულების და სამართლებრივი კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამოვლინებაა 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელიც დაუგეგმავი და არაპროფესიონალური იყო და 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეიწირა.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო საქმის გამოძიება და "ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა. ხატია დეკანოიძის განცხადებით, ისინი სრულ სოლიდარობას უცხადებენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი