ირანის მოქალაქეს, რომელიც დიდი ოდენობით ჰეროინს ინახავდა 13 წელი მიუსაჯეს

10 იანვარი 2020, 12:16 1226 ნახვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში  ბრალდებულს, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ირანის მოქალაქე დამნაშავედ სცნო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ შეძენილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1020.14 გრ. ნარკოტიკულ ნივთიერება „ჰეროინს, ასევე უკანონოდ ინახავდა.  

სამართალდამცველებმა ი.ბ.  2019 წლის 4 სექტემბერს თბილისში დააკავეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი