პრემიერი: “მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს”

09 იანვარი 2020, 12:05 1164 ნახვა

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. მისი განცხადებით მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რადგან მისი შეფასებით, რეგიონისთვის, ყველა სახის დაძაბულობა არის პრობლემა.

როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, პრემიერის განცხადებით, მთავრობა პირველივე დღიდან კავშირზეა საერთაშორისო პარტნიორებთან.

როგორც ამბობს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შესაძლოა, იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში, გართულებების თავიდან ასაცილებლად, წარმომადგენლობების, საკონსულოებისა და საელჩოების საშუალებით, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი