ხულოში, ღორჯომის თემში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. ავტომობილი ხევში გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კიდევ ერთი მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, მას მოტეხილობები აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.