არავის არ ვაშანტაჟებთ, მეუფე დიმიტრი ამ წერილთან დაკავშირებით ცრუპენტელაობს - დეკანოზის ოჯახი

07 იანვარი 2020, 14:59 1544 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი ამბობს, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძე და მისი ოჯახი 2017 წელს გამოგზავნილ წერილში მის დაშანტაჟებას ცდილობდა. მეუფის განმარტებით, ყოფილი მღვდელმსახური მას და სხვა სასულიერი პირებს ციხიდან გამოყვანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფაქტების გასაჯაროებით იმუქრებოდა.  

''პირველივე პერიოდში ჯერ კიდევ სასამართლომდე, დეკანოზ მამალაძემ მომწერა წერილი, რომლის შინაარსსაც ჭყონდიდის მეუფეც არ ახმოვანებდა, რაც მეტად უცნაური იყო და მეც თავი შევიკავე, რადგან იქ იყო ძალიან მძიმე რამ მამალაძის მხრიდან. ის იმუქრებოდა, რომ მე ვიღაც-ვიღაცებზე ინფორმაციები ფაილებად დავამზადე და გავიტანე უცხოეთში და ამას გამოამზეურებდა... პატრიარქის 40 წლისთავი იყო და თუ მე ციხიდან არ დამიხსნით იძულებული ვიქნები უწმინდესს იუბილე ჩავუშალოო" - ამის შესახებ მეუფე დიმიტრიმ საშობაო წირვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

საუბარია, გიორგი მამალაძის წერილზე, რომელიც მატროსოსვის ციხიდან  2017 წელს გამოუგზავნა 4 მღვდელმთავარს.  წერილში სავარაუდოდ საუბარია პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად  კი  ილია მეორის დაზე, რომელიც თორნიკე მამალაძის განცხადებით ფლობს ბიზნესებს.

ორი წელია, არც ერთი მღვდელმთავარი არ ასაჯაროებს წერილს, მას მალავს მამალაძეების ოჯახიც. თუმცა ირწმუნებიან, რომ უკვე მზაობა აქვთ ეს მასალები გაავრცელონ. 

"ჩვენ არავის არ ვაშანტაჟებთ არავის, მეუფე დიმიტრი ამ წერილთან დაკავშირებით ცრუპენტელაობს, რადგანაც საზოგადოებას დაპირდა ამ წერილის გასაჯაროვებას პრესკონფერენცია ჩაატარა. მაგრამ, ეს წერილი არ გაასაჯაროვა, დაპირებად დატოვა. მას გამბედაობა არ ეყო, რომ თავისი ნაკურთხი მღვდლის წერილი გაესაჯაროვებინა, რადგან ეს წერილი შეიცავს შინაარსს, რომელიც მის ბიძას, საქართველოს პატრიარქს ეხება. ახლა გამოდის და გვემუქრება, რომ გაასაჯაროებს. ჩვენ გვინდა, რომ გაასაჯაროვოს. ჩვენ ჩვენის მხრივ გავასაჯაროვებთ ყველაფერს, რასაც ვფლობთ" - ამბობს თორნიკე მამალაძე. 

რაც შეეხება დეკანოზის შიმშილობას, მისი ძმა ამბობს, რომ შეეცდება გადაათქმევინოს: "ჩემი ძმა ჯანმრთელი და ცოცხალი მჭირდება. ჩვენ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ, რადგან მტკიცებულებებს მოვიძიებთ ყველას და გავასაჯაროვებთ იმ ინფორმაციას, თუ რა დანაშაულებები აქვს ჩადენილი, მისი პატრიარქობის ჟამს" - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 

 

 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში