ვისაც დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება სურს, ერთ-ერთი საპატრიარქო და ეკლესიაა - მეუფე დიმიტრი

07 იანვარი 2020, 10:38 1896 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება პატრიარქს, საპატრიარქოს და ეკლესიას სურს. მეუფე დიმიტრის თქმით, უწმინდეს პირადადაც ესაუბრა და მისი მოსაზრება იცის, რომ დეკანოზის შეწყალების მომხრეა.  

მეუფემ ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ ილია მეორე და პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირ არ შეხვედრიან, საუბარს სხვა ადამიენბიც ესწრებოდნენ. გუშინ, 6 ინვარს, შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ, პოლიტიკური შეფასებების დროს რამდენჯერმე ითქვა, რომ პირად შეხვედრის დროს პატრიარქმა პრეზიდენტს სთხოვა არ შეეწყალებინა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რასაც არ ადასტურებს მეუფე დიმიტრი. 

''რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მოლოდინი გვქონდა გათავისუფლდებოდა იმიტომ, რომ სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და შუამდგომლობით მიმართა პრეზიდენტს. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა ვითომ, რაღაც დიალოგი იყო პრეზიდენტთან, ეს სრული აბსურდია. მე ვიცი პატრიარქის მისი უწმინდესობის განწყობა, ბოლო სინოდის წინა დღეს, პირადად მე მესაუბრა და მისი ინიციატივა იყო, რომ შეგვეწყალებინა, მას ეკუთვნის სიტყვები, რომ ეს ცოდვის ორომტრიალი უნდა დასრულდეს და მართლაც მეორე დღესვე დააყენა სინოდზე ეს საკითხი.

მე არ ვიცი შემდეგ რა შეიცვალა, თვითონ პრეზიდენტმა ბრძანა, რომ სრულ პასუხიმგებლობას მე ვიღებ ჩემს თავზეო. პატრიარქი პირისპირ მას, პრეზიდენტს არ შეხვედრია, შეხვდა ასობით ადამიანთან ერთად, თანდასწრებით და ამ თემაზე არ ყოფილა არანაირი საუბარი. ვისაც დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება სურს ერთ-ერთი საპატრიარქო და ეკლესია არის. ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, ესე არ დასრულდება, ამ მოქმედებით'' - განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი