ყოველდღიურად კლინიკებს გრიპით 150-მდე პაციენტი მიმართავს

05 იანვარი 2020, 15:30 1584 ნახვა

ვირუსით დაავადებულთა შესახებ განახლებული მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი. მაღალი სიცხე, ყელისა და თავის ტკივილი - ამ სიმპტომებით, იაშვილის სახელობის  დედათა და ბავშვთა  რეგიონულ  ჰოსპიტალს   24 საათში,   120-მდე პაციენტმა მიმართა  , ამ დროისთვის   ადგილზე მკურნალობას  100-მდე პაციენტი გადის , რომელთაგან 24-ს ჰოსპიტალიზაცია ღამის გამავლობაში დასჭირდა. 

პაციენტთა სიმრავლის გამო   ბოლო დღეებში    მათ სამედიცინო დახმარებას კლინიკის დერეფნებში უწევდნენ , თუმცა ამბობენ , რომ   დილის მდგომარეობით  სიტუაცია დარეგულირდა.   უქმე დღის მიუხედავად  დღეს,  ბათუმის პირველი პოლიკლინიკა 17 საათამდე  იმუშავებს,  საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი კი 14 უწევდა პაციენტებს მომსახურებას.  დღეს, პოლიკლინიკებს 9 პაციენტმა მიმართა აქედან გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსი  5-ს დაუფიქსირდა ,  თუმცა  გართულებული შემთხვევები არ არის.  გრიპის ვირუსით 15 პაციენტი  მკურნალობს ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოს სტაციონარში , დღეს მათ 20-მა პაციენტმა მიმართა, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არავის დასჭირდა.  

ანტივირუსული პრეპარატი  ტამიფლუს უფასოდ მიღება, ორსულებსა და 100 000 მდე ქულის მქონე  სოციალურად დაუცველებს საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრში შეუძლიათ , თუმცა ამ დროისთვის პრეპარატი მხოლოდ 4-მა პირმა გაიტანა. გასული კვირის მონაცემებით  აჭარაში 100 000 მოსახლეზე  ინციდენტობის მაჩვენებელი  338 იყო.
   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში