აშშ -ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ გასულ ღამეს იმოქმედეს ომის შესაჩერებლად და არა ომის დასაწყებად. დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ადრე უნდა გაენეიტრალებინა და უამრავი სიცოცხლე გადარჩებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ყასემ სოლეიმანი ხელმძღვანელობდა პროტესტის წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს ირანში, სადაც 1 000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი აწამეს და მოკლეს.