გრიპის ვირუსის გამო პოლიკლინიკები უქმე დღეებშიც მუშაობენ

04 იანვარი 2020, 15:30 1924 ნახვა

გრიპისა და გრიპის მაგვარი  ვირუსის გამო, ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები, უქმე დღებში, 14:00 საათის ნაცვლად 17:00 საათამდე მუშაობენ. დაწესებულია მორიგეობაც, პირველ  და მე-4 პოლიკლინიკებში, ასევე საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრში, ევექსის ამბულატორიული კლინიკაში, ენმედიცისა და თამარ დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწვეტილებით, გარკვეული კონტიგენტისთვის, მათ შორის 100 000-მდე ქულის მქონე პირებისა და ორსულებისთვის ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ - ფორმა 100-სა  და ექიმის რეცეპტის საფუძველზე, უფასოდ გაიცემა. წამალს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გასცემს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში