ხვალ აჭარაში მზიანი ამინდია იქნება. გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც მნიშვნელოვნად აცივდა და საკმაოდ დიდი რაოდენობის ნალექიც მოვიდა ღამით დაგვტოვებს. შედარებით მოიმატებს ტემპერატურაც - სანაპირო ზოლში +11, +13, მთაში +5, +7 გრადუსამდე დათბება.
მომდევნო 3 დღის განმავლობაში მშრალი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.