ბათუმში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ქალი დაშავდა

01 იანვარი 2020, 17:01 1973 ნახვა

ახალი წლის ღამეს ბათუმში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ერთი ქალი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე მივიდა. მედიკოსების დახმარება ახალგაზრდა ქალს დასჭირდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტს მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა.

პიროტექნიკის გამოყენების გამო გასულ წელს ბავშვებიც დაშავდნენ. ახალი წლის დღეებში კლინიკაში რამდენიმე დაშავებული მოზარდი მიიყვანეს. რაც შეეხება 2018 წელს, მხოლოდ ორ დღეში, 1 და 2 იანვარს, პიროტექნიკით ტრავმებით 44 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ბავშვები დაშავდნენ ახალი წლის რამეს თბილისშიც. დღეს იაშვილის კლინიკას 8 მოზარდმა მიმართა. 7 ოპერაცია დასჭირდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში