საახალწლო ღონისძიებები წელს ბათუმის ბულვარში იმართება, მთავარი სცენაც საზაფხულო თეატრის წინაა დამონტაჟებული. წინ მრავალფეროვანი კონცერტი გველოდება, რაც მთავარია ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და ბევრი ქართველი შემსრულებლის მონაწილეობით.